ნიგვზის ზეთი ტანზე ახდენს რეგენერაციულ, მატონიზირებელ და გამაახალგაზრდავებელ ეფფექტს. ეს ზეთი შეიცავს უამრავ ვიტამინს და მიკრო ელემნტს, ამიტომ არაჩვეულებრივად კვებავს და ატენიანებს კანს. ამავე დროს ის გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანის მოსავლელად. ნიგვზის ზეთი შედის კანის მოვლის ბევრ საშვალებათა შემადგენლობაში: მალამოების, ნიღბების და ბალზამების.
სუფთა სახით ნიგვზის ზეთის წასმა კანზე, ხდის მას ნაზს და გვლუვს. იგი სწრაფად შეიწოვება კანის უჯრედების მიერ. განსაკუთრებით რეკომენდირებულია ამ ზეთის გამოყენება მშრალი, მგრძნობიარე და გაღიზიანებისაკენ მიდრეკილი კანის მოსავლელად. ნიგვზის ზეთს აქვს უნიკალური თვისება დაამშვიდოს კანი, დაჩააქროს მასზემიმავალი ანთებითი პროცესსები.
ნიგვზის ზეთი არაჩვეულებრივი საშვალებაა ცხიმიანი და შერეული ტიპის კანის მოსავლელადაც. ის ავიწროებს ფორებს და აქრობს ანთებას. ასეთ სიტუაციაში იყენებენ ნიგვზის ზეთის, კოსმეტიკური თიხისა და ლიმონის ზეთის ნიღაბს: ავურიოთ ერთი სუფრის კოვზი ნიგვზის ზეთი, 3 წვეთ ლიმონის ზეთი და მწვანე თიხა სქელ არაჟნის კონსისტენციამდე. წავისვათ სახეზე 20–30 წუთით, შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.თუ თანაბარი რაოდენობით ჩვენ ავურევთ ერთმანეთში ნიგვზის, ნუშის, ზეითუნის, აფრიკოზის ან ატმის ზეთს მივიღებთ ეფექტურ მკვებავ, დამატენიანებელ და გამაახალგაზრდავებელ ნიღაბს სახისათვის.