სელის თესლის ზეთი, ცნობილი როგორც „თხევადი ოქრო“ გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.
✅ ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა, გამოიყენება მკერდის კიბოსა და სწორნაწლავის კიბოს დროს. სელის თესლის ზეთი აქტიურად ებრძვის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნასაც. ამის შესახებ კვლევები ეკუთვნის გამოჩენილ გერმანელ მეცნიერს იოჰანა ბუდვიგს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ონკოლოგიური დაავადებების შესწავლას მიუძღვნა.
✅ გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რეგულარული გამოყენება აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს 25%-ით, ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს.
✅ საჭმლის მომნელებელი სისტემა, აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას, ხსნის გულძმარვას, შეკრულობას, ასუფთავებს ნაწლავებს პარაზიტებისაგან.
✅ შაქრის დიაბეტის პროფილაქტიკა, დაბლა წევს სისხლში შაქრის დონეს. სელის ზეთი დადებითად მოქმედებს მთლიანად ენდოკრინულ სისტემაზე, პირველ რიგში კი კუჭქვეშა ჯირკვალზე. ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სელის ზეთის რეგულარული მიღება დაბლა წევს დიაბეტური ნევროპათიის სიხშირეს. ასევე მეორე ტიპის დიაბეტის დაავადებულებში შეიმჩნევა სისხლში შაქრის დონის დაწევა.
✅ სელის თესლის ზეთი არის ის ბუნებრივი პროდუქტი რომელიც უნარჩუნებს ბავშვის ორგანიზმს ჯანმრთელობას. სელი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს რომლებიც ამაღლებს ორგანიზმში იმუნიტეტს, ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სწორ განვითარებას. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავას, რომელიც აუცილებელია ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის.
სელის ზეთის ჩართვა ბავშვების საკვებ რაციონში სასარგებლოა სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადების დროს
✅ ქალებში არეგულირებს ჰორმონალურ ფონს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას პრემენსტრუალურ და მენოპაუზურ პერიოდში, კარგია ზეთის მიღება ფეხმძიმობის პერიოდში, რადგან მასში შემავალი კომპონენტი დადებით ზეგავლენას ახდენს ფეხმძიმობის მიმდენარეობაზე, მშობიარობაზე, ხელს უწყობს მომავალი ბავშვის თავის ტვინის სწორ განვითარებას.